საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის ახალი სტრუქტურა დაამტკიცა

გამოქვეყნებულია 2015-10-05 14:03:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი საქმიანობას მალე განახლებული სტრუქტურით გააგრძელებს.

სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებები, რომელიც სტრუქტურულ რეორგანიზაციას ეხება.

დაგეგმილია მაუწყებლის ეტაპობრივი გარდაქმნა. მათ შორისაა მულტიმედიური ნიუსრუმის შექმნა.

საინფორმაციო სამსახურის სტრუქტურის გარდაქმნის პროცესში ოქტომბრის ბოლოდან უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

სტრუქტურული გადანაწილება მთელ მაუწყებელზე გავრცელდება. ესენია: ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი, მულტიმედია ბლოკი, კრეატიული ბლოკი, წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი.

ასევე, დებულების მიხედვით, იქმნება აღმასრულებელი საბჭო, რომელიც სათათბირო-საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენს. ის მაუწყებლის სტრუქტურებს შორის კომუნიკაციასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.

1516

უახლესი