საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ტრენინგ ცენტრის ტრენერებს და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

გამოქვეყნებულია 2015-11-12 14:07:00


12 ნოემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში მოქმედმა ტრენინგ ცენტრმა EBU Academy, ტრენერებს და ტრენინგების პირველი ეტაპის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

ტრენინგ ცენტრი ევროპის მაუწყებელთა კავშირის დახმარებით ჩამოყალიბდა და მისი მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების გადამზადებაა.

ტრენერების ჯგუფმა უკვე გაიარა სპეციალური საკვალიფიკაციო პროგრამა და ამჟამად ტრენინგების ახალი სერიისთვის ემზადება.

შემდგომი ტრენინგის თემაა: მასტერკლასი მულტიმედიური ახალი ამბების ჟურნალისტიკაში

კანდიდატთა შერჩევა დღეს, სააქტო დარბაზში გაიმართა, ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად სულ 15 ჟურნალისტი შეირჩა.

1364

უახლესი