საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის დოკუმენტური ფილმების სტუდიის 4 ფილმი "პრომეთეზე"

გამოქვეყნებულია 2015-11-30 14:07:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის 4 ფილმი: "ნიკოს გზა", "ჯანოს თევზები", "შავ-თეთრი ომი" და "დახშული სივრცე" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ "პრომეთეს" ფარგლებში იქნება ნაჩვენები.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „ნიკოს გზა“ წელს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-თბილისის ფარგლებში აჩვენეს, კატეგორიაში - სპეციალური ჩვენებები სამცხე ჯავახეთზე. ფილმი ამჟამად ადამი მედია პრიზის ნომინანტია.

"ნიკოს გზა"- რეჟისორი: გიორგი ცხვედიანი, სცენარის ავტორი: გივი ოდიშარია, ოპერატორი: გიორგი ვაცაძე;

"ჯანოს თევზები"- რეჟისორი: გიორგი მოლოდინაშვილი სცენარი: გიორგი მოლოდინაშვილი ოპერატორი: კახა ბუხრაშვილი;

"შავ-თეთრი ომი"- ფილმის ავტორი: მიხეილ ბასილაძე, რეჟისორი: ლევან ახობაძე, ოპერატორები: კახაბერ ბუხრაშვილი, გიორგი ვაწაძე;

"დახშული სივრცე"- რეჟისორი: ლევან შუბაშვილი, პროდიუსერი: შალვა შენგელი, სცენარის ავტორები: შალვა შენგელი, ლევან შუბაშვილი, ოპერატორები: გიორგი ვაწაძე, ლევან კაშიბაძე.

ფილმების ჩვენების დროის და ლოკაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: http://www.tbilisifilmfestival.ge/index.php?lang=1&page=menu&l_menu=3&sub=7&day=1

1517

უახლესი