საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის პროექტის - "არქივი ყველას" პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია 2015-11-30 14:08:00


კინოთეატრ „რუსთაველში“, პირველ დეკემბერს 14:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის პროექტის - "არქივი ყველას" პირველი პრეზენტაცია - სმენადაქვეითებულთათვის ადაპტირებული სატელევიზიო სპექტაკლის, ნოდარ დუმბაძის"კუკარაჩას" (რეჟ. თემურ ჩხეიძე) ჩვენება და დისკის პრეზენტაცია გაიმართება.

ჩვენების წინ დამსწრე საზოგადოება შეხვდება შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს - რეჟისორ თემურ ჩხეიძეს, მსახიობებს: გოგი ქავთარაძეს და ნანი ჩიქვინიძეს. ტელესპექტაკლის დასრულების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ მაუწყებლის არქივში დაცული სპექტაკლის ადაპტირებული ვარიანტის დისკი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამზადებს და აუდიტორიას მალე წარუდგენს მაუწყებლის „ოქროს ფონდში“ დაცულ მეორე სატლევიზიო სპექტაკლს, მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებს" (რეჟისორი თემურ ჩხეიძე). ეს სპექტაკლები ასევე აიტვირთება მაუწყებლის ვებ გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ექნება მათი ნახვის შესაძლებლობა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყრუ-მუნჯთა კავშირს, რომელმაც საპრეზენტაციო ჩვენებაზე შესაბამისი აუდიტორიის მოწვევა უზრუნველყო, ასევე კინოთეატრ „რუსთაველს“, რომელმაც ამ საქველმოქმედო პროექტის დემონსტრირებისთვის მაუწყებელს უსასყიდლოდ დაუთმო დარბაზი.

1355

უახლესი