საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„ნიკოს გზა“- ადამი მედია პრიზის ნომინანტია

გამოქვეყნებულია 2015-12-08 14:09:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური სტუდიის ფილმი „ნიკოს გზა“ ადამი მედია პრიზის ნომინანტია.

ადამი მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში - განკუთვნილია ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებისა და მედია სპეციალისტებისთვის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი).

კონკურსის მიზანია ტელე, კინო და მულტიმედია პროგრამების საშუალებით გაზარდოს მედიის ინტერესი ისეთი თემებისადმი, როგორიცაა: მიგრაცია, სამოქალაქო ინტეგრაცია და კულტურული მრავალფეროვნება.

კონკურსზე 5 კატეგორიაში სულ 10 ფილმია წარდგენილი.

კონკურსი 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

ფილმის „ნიკოს გზა“ რეჟისორი არის გიორგი ცხვედიანი, ხოლო სცენარის ავტორი გივი ოდიშარია.

ფილმი „ნიკოს გზა“ წელს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის „CinéDOC-თბილისის" ფარგლებში აჩვენეს, კატეგორიაში - სპეციალური ჩვენებები სამცხე-ჯავახეთზე.

1303

უახლესი