საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz საქართველოს 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენენ

გამოქვეყნებულია 2015-12-15 14:10:00


2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz წარადგენენ, - ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს გახდა ცნობილი. ალტერნატიულ როკჯგუფთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს სიმღერის კონკურსს. 8 იანვრის ჩათვლით, ყველა კომპოზიტორს შესაძლებლობა ეძლევა სპეციალურად ნიკა კოჩაროვის & Young Georgian Lolitaz-ისთვის შექმნას კომპოზიცია, მათი ჟანრის გათვალისწინებით, კერძოდ - ალტერნატიული ინდი როკი ელექტრონული მუსიკის ელემენტებით. სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 5 სიმღერა, მათ შორის საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური და მაყურებელი გამოავლენენ. სწორედ ამ სიმღერით წარდგებიან 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz.

2016 წლის ევროფესტივალს შვედეთი მასპინძლობს.

1394

უახლესი