საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური სტუდიის ფილმის „ქეთევან წამებულის კვალდაკვალ“ პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია 2015-12-22 14:10:00


23 დეკემბერს, 15:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ქეთევან წამებულის კვალდაკვალ“ პრეზენტაცია.

ფილმის ავტორი და რეჟისორია ბესიკ გაფრინდაშვილი. ფილმი მომზადდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ბაზაზე.

ფილმში ასახულია ისტორია ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულისა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მისი წმიდა ნაწილების მოძიების შესახებ.

1535

უახლესი