საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

გამოქვეყნებულია 2015-12-15 14:12:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი 2016 წლის ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად აცხადებს კონკურსს.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz წარადგენენ. სიმღერა სპეციალურად ამ შემსრულებლებისთვის (ჟანრის გათვალისწინებით - ალტერნატიული და ინდი როკის მიქსი ელექტრონული მუსიკის ელემენტებით) უნდა შეიქმნას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა, რომელიც არსად გაჟღერებულა (CD ფორმატი), ავტობიოგრაფია და ფოტოსურათი. სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

განაცხადები მიიღება - 15 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით.

მისამართი: კოსტავას N 68.

E-mail: [email protected]

საკონტაქტო ტელეფონი: 032 2409110.

შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 5 სიმღერა, მათ შორის საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური და მაყურებელი გამოავლენენ. სწორედ ამ სიმღერით წარდგებიან 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz.

2016 წლის ევროფესტივალს შვედეთი მასპინძლობს.

1496

უახლესი