საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი „ტოლერანტობის პრიზი 2015"-ის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია 2015-12-22 14:14:00


22 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ვიკა ბუკია “ტელებლოგის” სატელევიზიო ფილმებში გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებისთვის „ტოლერანტობის პრიზი 2015"-ის გამარჯვებული გახდა.

ტოლერანტობის პრიზი მედიის განვითარების ფონდმა, ილიას უნივერსიტეტმა და გაეროს ასოციაციამ 2014 წელს დააფუძნეს და იმ ჟურნალისტებს და ბლოგერებს გადაეცემათ, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და ეთიკურად აშუქებენ მრავალფეროვნების საკითხებს.

2015 წლის კონკურსზე წარდგენილი იყო 42 მონაწილის 79 ნაშრომი. „ტოლერანტობის პრიზი 2015“-ის გამარჯვებულები 7 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

ვიკა ბუკიას მიერ მომზადებული „ტელებლოგის“ ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:
„ურჩი“ ქალები- http://1tv.ge/ge/videos/view/26467/293.html
„გამქრალი გოგონა“- http://1tv.ge/ge/videos/view/141169/293.html
„დედობა ბავშვობაში“- http://1tv.ge/ge/videos/view/20739/293.html
„მშვიდობის ელჩები“- http://1tv.ge/ge/videos/view/154307/293.html

1311

უახლესი