საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-სა და თსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია 2012-02-16 14:29:00


16 თებერვალს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის პირობების მიხედვით, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელში სტაჟირების კურსს გაივლიან.

ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის საუკეთესო აკადემიური მოსწრების 20-მდე სტუდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთთვიან პრაქტიკას სამ ნაკადად გაივლის. სტაჟირების გავლის შემდეგ სტუდენტები სასწავლო კრედიტს მიიღებენ.

თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ მოაწერეს.

1222

უახლესი