საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივ მაუწყებელს 2011- 2015 წლების სამოქმედო სტრატეგია აქვს

გამოქვეყნებულია 2012-02-21 14:31:00


საზოგადოებრივ მაუწყებელს 2011- 2015 წლების სამოქმედო სტრატეგია აქვს. სტრატეგიაში დეტალურადაა გაწერილი ის პუნქტები, რომელიც მაუწყებელმა მომავალ წლებში უნდა განახორციელოს.

გეგმის მიხედვით, მოხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული არხების, რადიოებისა და ბეჭდური გამოცემების განვითარება. გაუმჯობესდება გადაცემების ხარისხი და ვიზუალური მხარე. არხი გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე.

იგეგმება ინტერნეტ-პორტალის განვითარებაც. საქმიანობა კი იქნება უფრო გასაგები და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. 70- გვერდიანი ,,განვითარების სტრატეგია” ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ქართველი მედიაექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა. გეგმის მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიც.

1390

უახლესი