საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ნიკოლოზ რურუამ სსმ-სთვის გაწეული დახმარებისთვის EBU-ს მადლობა გადაუხადა

გამოქვეყნებულია 0000-00-00 00:00:00


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ევროპის მაუწყებელთა კავშირს სსმ-სთვის ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებისას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა დაეხმარება სსმ-ს არქივის შენარჩუნებასა და ახალ შენობაში გადასვლაში.

ნიკოლოზ რურუა EBU-ს ვიცე-პრეზიდენტს, კლაუდიო კაპონს და მის წინამორბედს, ბორის ბერგანტს შეხვდა. ნიკოლოზ რურუასთან შეხვედრამდე ისინი სსმ-ს მიერ გამართულ სსმ-ს განვითარების სტრატეგიის (2011-2015) დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრნენ. პრეზენტაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, წევრები, მაუწყებლის მენეჯმენტი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სსმ-ის დახმარება ახალი სტრატეგიის შემუშავებაში EBU-ს სპეციალური პროგრამის ნაწილია, რომელსაც ბორის ბერგანტი და მისი კონსულტანტები: ბერნარდ ბროიეტი, მაარტენს ვერვესტი, მარია-რიტა კავანენი ახორციელებენ. პროგრამას მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (Sida).

კულტურის მინისტრთან შეხვედრისას ვიცე-პრეზიდენტ კაპონს თან ახლდა ბორის ბერგანტი და EBU-ს სპეციალური დახმარების სამსახურის უფროსი, დევიდ ლუისი. კაპონმა რურუასთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თანამედროვე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის მიესალმება სსმ-ს მენეჯმენტის ენერგიულობას, ამბიციურობას, მოქმედების სისწრაფეს და მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს, მაგალითად, არქივირების სფეროში.

კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სსმ-ს არქივის შენარჩუნება. მისი განცხადებით, არქივი საბჭოთა პერიოდის იმ მასალებსაც მოიცავს, რომლებიც მხოლოდ თბილისშია შენარჩუნებული. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი დააფინანსებს დაარქივების პროექტს, თუმცა სახელმწიფომაც შეიძლება გამოყოს დაფინანსება.

სსმ-ს სტრატეგია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ წარადგინა. მან მადლობა გადაუხადა EBU-ს და განსაკუთრებით ბორის ბერგანტს გაწეული მუშაობისთვის.“EBU არის ხიდი სსმ-ს და დანარჩენ მსოფლიოს შორის“, - განაცხადა ჭანტურიამ.

UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჯეიმი მაკგოლდრიკმა ასევე გაამახვილა ყურადღება EBU-ს მიერ გაწეულ დახმარებაზე. ის სსმ-ს დახმარებას დაჰპირდა სტრატეგიის განხორციელებაში და აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას, მედია პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

წყარო: ევროპის მაუწყებელთა კავშირი

1303

უახლესი