საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა 11 მარტს გაირკვევა

გამოქვეყნებულია 2012-02-27 14:35:00


ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა 11 მარტს შესარჩევი კონკურსის III ტურის შედეგად გაირკვევა.

2012 წლის 17 თებერვალს ევროვიზიის კლასიკური მუსიკის შესარჩევი კონკურსის I ტური შედგა. შერჩევა CD მოსმენის საშუალებით მოხდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ II ტურისთვის 19 კონკურსანტიდან 11 მონაწილე შეარჩია. II ტურის მოსმენა კონსერვატორიის მცირე დარბაზში 20 თებერვალს შედგა, რის შედეგადაც III ტურში 6 მონაწილე გადავიდა:

1. ანა ყიფიანი – ფორტეპიანო
2. ნათია ნატროშვილი – ფორტეპიანო
3. თამარ მიდელაშვილი – ფორტეპიანო
4. სენდი ვართანოვი – ვიოლინო
5. ლიზი რამიშვილი - ჩელო
6. ინალ ჯიოევი – ჰობოი

III ტურში კონკურსანტები ინსტრუმენტალურ კონცერტს ორკესტრთან ერთად შეასრულებენ, რომელიც 11 მარტს თბილისის მუსიკალურ ცენტრში შედგება.

ორკესტრთან შესრულების შედეგად, ჟიური გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც კლასიკური ევროვიზიის კონკურსზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაემგზავრება.

1356

უახლესი