საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ანრი ჯოხაძის ევროვიზიის კლიპის მონაწილეების შესარჩევად კასტინგი მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია 2012-03-05 14:36:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორები თემო კვირკველია და თორნიკე კაციტაძე ვიდეორგოლის მონაწილეებს არჩევენ.

კასტინგში მონაწილეობა 500 მეტმა მსურველმა მიიღო. საუკეთესოებს კი რეჟისორები 12 მარტს ვიდეორგოლში გადაიღებენ. საკონკურსო სიმღერის I'm a Joker კლიპი 42 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დატრიალდება.

თემო კვირკველიამ და თორნიკე კაციტაძემ ვიდეორგოლი 2011 წლის ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელ ჯგუფ "ელდრაინს” გადაუღეს.

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. ანრი ჯოხაძე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს.

1358

უახლესი