საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ანრი ჯოხაძე ევროვიზიის სცენაზე ქართველი მომღერლების თანხლებით გამოვა

გამოქვეყნებულია 2012-03-05 14:37:00


2012 წლის ევროფესტივალზე ანრი ჯოხაძის ბექ ვოკალისტები ცნობილი ქართველი მომღერლები იქნებიან.

2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელთან ერთად მაყურებელი ვერიკო ტურაშვილს, ნინო ძოწენიძეს, ნინი შერმადინს შეაფასებს, სცენაზე ასევე ანრი ჯოხაძის და - მაგდა ჯოხაძეც გამოვა.

საკონკურსო სიმღერის I'm a Joker სცენოგრაფიაზე ცნობილი რეჟისორი ლაშა ონიანი მუშაობს. ანრი ჯოხაძე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს.

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს.

1465

უახლესი