საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ფინელი სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელში

გამოქვეყნებულია 2012-03-07 14:38:00


7 მარტს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ფინელი სტუდენტები ესტუმრნენ.

ჰელსინკის უნივერსიტეტებიდან, ჰუმანიტარული ფაკულტეტის მე-4 კურსის საუკეთესო სტუდენტებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფება.

ისინი, ასევე, ეწვევიან საქართველოს პარლამენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და სხვა ორგანიზაციებს.

ფინელ სტუდენტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ტელევიზიის სტუდიები და საეთერო დაათვალიერებინეს.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ სტუმრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციებზე, მიზნებსა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა.

1351

უახლესი