საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

თანამშრომლობის მემორანდუმი

გამოქვეყნებულია 2012-03-15 14:35:00


15 მარტს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვანელმა, დავით აფრასიძემ მოაწერეს ხელი.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია საარქივო მასალების გამოყენებით დოკუმენტური ფილმების მომზადება და მაუწყებლის ეთერში გაშვება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი საკუთარი რესურსების გამოყენებით უზრუნველყოფს საკუთარი საარქივო მასალების ხელმისაწვდომობას და დახმარებას გაუწევს მაუწყებლის შემოქმედებით ჯგუფს, ხოლო მაუწყებელი გამოყოფს შესაბამის ადამიანურ და ტექნიკურ რესურსს და უზრუნველყოფს შექმნილი პროდუქციის განთავსებას ეთერში.

დოკუმენტური ფილმების რაოდენობა და თემატიკა განისაზღვრება ერთობლივად. ამასთან, მხარეები ეცდებიან მოამზადონ და ეთერში განათავსონ მინიმუმ სამი ფილმი წლის განმავლობაში.

1293

უახლესი