საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ტელეპროექტთან “10+10” დაკავშირებით უკრაინაში პრესკონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია 2012-03-20 14:42:00


მუსიკალურ ტელეპროექტთან „10+10“ დაკავშირებით პრესკონფერენცია უკრაინაში, სასტუმრო „ავტოგრაფში“ 19 მარტს გაიმართა. ტელეპროექტში ქართველი და უკრაინელი ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობილი მომღერლების მუსიკალური დუეტები ორივე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ეთერში გავა. მომღერლებს ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული კი გალა კონცერტის შედეგად გამოვლინდება.

მაყურებელი ეთერში 10 გადაცემას იხილავს. გადაცემებში სხვადასხვა ტურები იქნება: სიმღერები კინოფილმებიდან, ქართული ფოლკლორი, უკრაინული ფოლკლორი, როკი, ქართული რეტრო, უკრაინული რეტრო, ჯაზი, ქართული ჰიტი, უკრაინული ჰიტი, მსოფლიო ჰიტი.

მაყურებლის წინაშე წარდგებიან: ზლატა ოგნევიჩი და თემო საჯაია, მარიეტა და ოთო ნემსაძე, ნატალია ვალევსკაია და დათუნა მგელაძე, ნატალია ბუჩინსკაია და ანრი ჯოხაძე, შანისი და დათო ხუჯაძე, მატიასი და სოფო ტოროშელიძე, ანდრეი ბოგომოლეცი და ნინი ბადურაშვილი, ვიქტორ პავლიკი და ნინო ძოწენიძე, ედუარდ რომანიუტა და სოფო გელოვანი, ანდრეი კრავჩუკი და ვერიკო ტურაშვილი.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად მუსიკალური პროექტი „10+10“ უკვე განახორციელა.

1260

უახლესი