საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ბაქოში დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია 2012-03-20 14:42:00


საქართველოს დელეგაცია ბაქოში იმყოფება, სადაც 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით 42 ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა.

ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნებმა ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) საკონკურსო სიმღერები ოფიციალურად წარუდგინეს.

დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დელეგაციებს კონკურსის ჩატარების წესები და პირობები, სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალები გააცნეს. საუბარი შეეხებოდა რეპეტიციებს, სცენის დიზაინს, კონკურსის შემოქმედებით მხარეს, მასმედიის წარმომადგენლების დასწრებას, ფანკლუბებსა და სხვა საკითხებს.

2012 წლის ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლის ანრი ჯოხაძის სიმღერა "I'm a Joker" ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე - eurovision.tv განთავსდა. სიმღერა "I'm a Joker" ევროფესტივალის მონაწილე 42 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ეთერშიც იტრიალებს.

ანრი ჯოხაძე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს.

ევროვიზიის კონკურსანტების სცენაზე გამოსვლის თანმიმდევრობა დღეს კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება.

1499

უახლესი