საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ანრი ჯოხაძე მე-12 ნომრად იმღერებს

გამოქვეყნებულია 2012-03-20 14:44:00


ანრი ჯოხაძე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-12 იმღერებს. 2012 წლის ევროფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობა ბაქოში დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრისას კენჭისყრის შედეგად გაირკვა.
ევროფესტივალის კონკურსანტები სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ:

22 მაისს პირველ ნახევარფინალი

1.მონტენეგრო
2.ისლანდია
3.საბერძნეთი
4.ლატვია
5.ალბანეთი
6.რუმინეთი
7.შვეიცარია
8.ბელგია
9.ფინეთი
10.ისრაელი
11.სან მარინო
12.კვიპროსი
13.დანია
14.რუსეთი
15.უნგრეთი
16.ავსტრია
17.მოლდოვა
18.ირლანდია

24 მაისი მეორე ნახევარფინალი

1.სერბეთი
2.მაკედონია
3.ჰოლანდია
4.მალტა
5.ბელორუსი
6.პორტუგალია
7.უკრაინა
8.ბულგარეთი
9.სლოვენია
10.ხორვატია
11.შვედეთი
12.საქართველო
13.თურქეთი
14.ესტონეთი
15.სლოვაკეთი
16.ნორვეგია
17.ბოსნია-ჰერცოგოვინა
18.ლიტვა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, 26 მაისს - ფინალში ავტომატურად გადავლენ: მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა (13) და „დიდი ხუთეულის" გერმანიის (20), დიდი ბრიტანეთის (1), საფრანგეთის (9), ესპანეთისა (19), იტალიის (10) წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გაირკვევა.

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება.

1318

უახლესი