საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

139–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებრივ მაუწყებელში

გამოქვეყნებულია 2012-04-23 14:45:00


139–ე სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები საზოგადოებრივ მაუწყებელს 20 აპრილს სტუმრობდნენ.
ბავშვებს აინტერესებდათ, თუ როგორ ხვდებიან ადამიანები "ტელევიზორში", მაუწყებლის თანამშრომლებმა მათ სტუდიები დაათვალიერებინეს და აუხსნეს, როგორ ხდება ეთერში გასვლა.

ისინი აღფრთოვანებას არ მალავდნენ, მათ პირველ სტუდიაში ლექსები წაიკითხეს.

სკოლის მოსწავლეებმა რადიოს ოქროს ფონდიც დაათვალიერეს, სადაც აკაკი წერეთლის, ანა კალანდაძის და სხვა გამოჩენილი ადამიანების ხმის ჩანაწერები მოისმინეს, ხოლო "პიკის საათში" რადიოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს სკოლის მოსწავლეებისთვის მომავალშიც დაგეგმოს მსგავსი ტური. საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ საქართველოში პირველი ტელევიზიის ისტორიას და მიმდინარე მუშაობას გაეცნონ.

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.gpb.ge/ge/news/view/114153&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 400 Bad Request

Filename: front/right.php

Line Number: 21

1683

უახლესი