საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ლიზი რამიშვილი ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის პირველ ნახევარფინალზე მეორე ნომრად გამოვა

გამოქვეყნებულია 2012-05-03 02:06:00


ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსზე (EYM) საქართველოს წარმომადგენელი ლიზი რამიშვილი 5 მაისს პირველ ნახევარფინალზე მეორე ნომრად გამოვა. 

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის ნახევარფინალები 5 და 6 მაისს გაიმართება, ფინალი კი 11 მაისს ღია ცის ქვეშ ვენის რატუშის მოედანზე ჩატარდება. კონკურსში წელს 14 ქვეყანა მონაწილეობს. 

ნახევარფინალების შედეგად, ჟიური 7 საუკეთესო შემსრულებელს შეარჩევს. კონკურსანტებს აკომპანიმენტს ვენის რადიოს სიმფონიური ორკესტრი (Vienna Radio Symphony Orchestra) გაუწევს, რომელსაც გერმანელი მაესტრო კორნელიუს მეისტერი (Cornelius Meister) უდირიჟორებს. 

ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსის (EYM) ორგანიზატორია ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU). კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა ტალანტების გამოვლენასა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ეს კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და პირველად 1982 წელს ჩატარდა. 

წელს რიგით მე-16 ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსს ავსტრია, ქ.ვენა მასპინძლობს. საქართველო ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსზე წელს პირველად მონაწილეობს. 

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ლიზი რამიშვილმა შიდა შესარჩევი კონკურსის ფინალური ტურის შედეგად 6 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა, რომელიც თბილისის მუსიკალურ ცენტრში 11 მარტს შედგა. 

1321

უახლესი