საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის მონაწილეები ვენაში იკრიბებიან

გამოქვეყნებულია 2012-05-04 02:10:00


2012 წლის ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები ვენაში იკრიბებიან. კონკურსში წელს 14 ქვეყანა მონაწილეობს. 

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის ნახევარფინალები 5 და 6 მაისს გაიმართება. ნახევარფინალების შედეგად, ჟიური 7 საუკეთესო შემსრულებელს შეარჩევს - ფინალისთვის. 

5 მაისს - პირველ ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებენ: 
ბლეზ სპეროვეცი (სლოვენია) 
ლიზი რამიშვილი (საქართველო) 
ნაომი დრასკიჩი (ბოსნია ჰერცოგოვინა) 
მიქაელა სპაკოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა) 
ნარეკ კაზარიანი (სომხეთი) 
ემანუელ ტიეკნავორიანი (ავსტრია) 
ზაქარიას ფოტისი (საბერძნეთი) 
კატერინა კატნერი (ხორვატია) 

6 მაისს მეორე ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებენ: 
იაგოდა კზემინსკა (პოლონეთი) 
ბოდან ივასიაკი (უკრაინა) 
ელა ვან ფუნკე (ჰოლანდია) 
დომინიკ ჩემოტი (გერმანია) 
ალექსანდრა ძენისენია (ბელორუსი) 
ეივინდ ჰოლთსმარკ რინგსთედი (ნორვეგია) 

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის ფინალი 11 მაისს ღია ცის ქვეშ ვენის რატუშის მოედანზე ჩატარდება. კონკურსანტებს აკომპანიმენტს ვენის რადიოს სიმფონიური ორკესტრი (Vienna Radio Symphony Orchestra) გაუწევს, რომელსაც გერმანელი მაესტრო კორნელიუს მეისტერი (Cornelius Meister) უდირიჟორებს. 

ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსის (EYM) ორგანიზატორია ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU). კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა ტალანტების გამოვლენასა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ეს კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და პირველად 1982 წელს ჩატარდა. წელს რიგით მე-16 ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსს ქ. ვენა, ავსტრია მასპინძლობს. 

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსზე საქართველოს ლიზი რამიშვილი წარადგენს. საქართველო ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსზე წელს პირველად მონაწილეობს. 

(youngmusicians.tv)

1344

უახლესი