საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ბაქოში ქართული საღამო გაიმართა

გამოქვეყნებულია 2012-05-18 02:16:00


ქართული საღამო ბაქოში 17 მაისს გაიმართა. საქართველომ 2012 წლის ევროფესტივალის დელეგაციებს ევროკლუბში კონკურსანტი ქვეყნებიდან პირველმა უმასპინძლა. კონცერტზე ანრი ჯოხაძემ, ნინი შერმადინმა , ნინო ძოწენიძემ და ვერიკო ტურაშვილმა იმღერეს. 

მაყურებლის წინაშე წარდგა აზერბაიჯანში მცხოვრები ცნობილი ქართველი მუსიკოსი მანანა ჯაფარიძე. ქართულ საღამოზე ანრი ჯოხაძემ თავის ახლო მეგობართან, 2012 წლის ევროფესტივალზე აზერბაიჯანის წარმომადგენელთან - საბინასთან დუეტში იმღერა. აზერბაიჯანელმა და ებრაელმა დიჯეებმა საღამოზე მიწვეულ სტუმრებს ხალისიანი განწყობა შეუქმნეს. 

საღამოზე მიწვეულმა სტუმრებმა ქართულ ღვინო, ყველი და ტკბილეული დააგემოვნეს. 

ანრი ჯოხაძე 2012 წლის ევროფესტივალზე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-12 ნომრად იმღერებს. 

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. კონკურსის ლოგოა - ,,ცეცხლოვანი ყვავილი", სლოგანი - ,,დაანთე ცეცხლი". კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს. 

(ფრანსის ფრიმერსკის ფოტო)

1389

უახლესი