საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ანრი ჯოხაძე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 24 მაისს იმღერებს

გამოქვეყნებულია 2012-05-24 02:19:00


ანრი ჯოხაძე ბაქოს ,,კრისტალ ჰოლში“ 24 მაისს - ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-12 იმღერებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სანახაობას პირდაპირი ეთერით 23:00 საათიდან გადასცემს. 

24 მაისს - პირველ ნახევარფინალზე გამოვლენ: 

1.სერბეთი - ზელიკო იოკსიმოვიჩი,სიმღერით - Nije Ljubav Stvar 
2.მაკედონია - კელიოპი,სიმღერით - Crno E Belo 
3.ჰოლანდია - იოან ფრანკა,სიმღერით - You And Me 
4.მალტა - კურტ კოლეია, სიმღერით -This Is The Night 
5.ბელორუსი - ჯგუფი Litesound,სიმღერით - We Are The Heroes 
6.პორტუგალია - ფილიპა სოუსა,სიმღერით - Vida Minha 
7.უკრაინა - გაიტანა,სიმღერით - Be My Guest 
8.ბულგარეთი - სოფი მარინოვა, სიმღერით - Love Unlimited 
9.სლოვენია - ევა ბოტო, სიმღერით - Verjamem 
10.ხორვატია - ნინა ბადრიჩი,სიმღერით - Nebo 
11.შვედეთი - ლორენი,სიმღერით - Euphoria 
12.საქართველო - ანრი ჯოხაძე,სიმღერით - I'm A Joker 
13.თურქეთი - ქენ ბონომო,სიმღერით - Love Me Back 
14.ესტონეთი - ოთ ლეპლენდი,სიმღერით - Kuula 
15.სლოვაკეთი - მაქს იასონ მეი,სიმღერით - Don't Close Your Eyes 
16.ნორვეგია - თუჯი,სიმღერით - Stay 
17.ბოსნია-ჰერცეგოვინა - მაია სარი, სიმღერით - Korake ti znam 
18.ლიტვა - დონი მონტელი, სიმღერით Love Is Blind 

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, 26 მაისს - ფინალში ავტომატურად მონაწილეობენ: მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა და „დიდი ხუთეულის" გერმანიის , დიდი ბრიტანეთის , საფრანგეთის , ესპანეთის , იტალიის წარმომადგენლები. პირველი ნახევარფინალის შედეგად ფინალში გადავიდნენ: ისლანდია, საბერძნეთი, ალბანეთი, რუმინეთი, კვიპროსი, დანია, რუსეთი, უნგრეთი, მოლდოვა, ირლანდია. 

დანარჩენი ფინალისტების ვინაობა 24 მაისს მეორე ნახევარფინალის შედეგად გაირკვევა. მათ პროპორციული ხმის მიცემის (50% - 50%) შედეგად, მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენენ. 

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. კონკურსის ლოგოა - ,,ცეცხლოვანი ყვავილი", სლოგანი - ,,დაანთე ცეცხლი". კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს. 

1333

უახლესი