საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ანრი ჯოხაძე 2012 წლის ევროფესტივალს გამოეთიშა

გამოქვეყნებულია 2012-05-25 02:20:00


2012 წლის ევროფესტივალის ფინალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო ნომერი ნახევარფინალის ათ რეიტინგულ ნომერს შორის ვერ მოხვდა. 

ევროვიზიის ნახევარფინალი ბაქოში "კრისტალ ჰოლში" გაიმართა. ქართველ მომღერალთან ერთად საკონკურსო ნომერში მაგდა ჯოხაძე, ნინი შერმადინი, ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე და მოცეკვავე სალომე ჭაჭუა მონაწილეობდნენ. 

24 მაისს მეორე ნახევარფინალური ტური გადალახეს: ლიტვის, ბოსნია ჰერცოგოვინის, სერბეთის, უკრაინის, შვედეთის, მაკედონიის, ნორვეგიის, ესტონეთის, მალტის და თურქეთის კონკურსანტებმა. 

22 მაისს პირველი ნახევარფინალის შედეგად ფინალში გადავიდნენ: ისლანდია, საბერძნეთი, ალბანეთი, რუმინეთი, კვიპროსი, დანია, რუსეთი, უნგრეთი, მოლდოვა, ირლანდია. 

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად მონაწილეობენ: მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა და „დიდი ხუთეულის" გერმანიის , დიდი ბრიტანეთის , საფრანგეთის , ესპანეთის , იტალიის წარმომადგენლები. 

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული ფინალი 26 მაისს გაიმართება. კონკურსის ლოგოა - ,,ცეცხლოვანი ყვავილი", სლოგანი - ,,დაანთე ცეცხლი". კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობდა. 

1440

უახლესი