საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსს აცხადებს

გამოქვეყნებულია 2012-06-06 02:24:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად შინაშესარჩევ კონკურსს აცხადებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ნიჭიერ ბავშვებს მთელი საქართველოდან. 

კონკურსში მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 10-დან 15 წლამდე. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ფოტო, ბიოგრაფია და სიმღერა საკუთარი რეპერტუარიდან. 

განაცხადები მიიღება 29 ივნისამდე. 

მის: კოსტავას 68 
ტელ: 2 40 91 10 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდებს: www.1tv.ge; www.gpb.ge; junior.eurovision-georgia.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის "ევროვიზია ჯუნიორი" წარმატებული აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული მეორედ გახდა. 2011 წელს საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა "ქენდიმ", ხოლო 2008 წელს ჯგუფმა "ბზიკებმა" გამარჯვება მოიპოვეს. 

რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და ჰოლანდიის მაუწყებელმა (AVRO) გაახმოვანეს, რომ კონკურსი 2012 წლის პირველ დეკემბერს "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" (HMH) ჩატარდება. 

1396

უახლესი