საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

გამოქვეყნებულია 2012-06-29 02:27:00


2012 წლის საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. განცხადებების მიღება 29 ივნისს შეწყდა.

კონკურსის მეორე ტური - მოსმენა ორშაბათს გაიმართება. ევროვიზიის შემოქმედებითი ჯგუფი კონკურსანტებიდან საუკეთესოებს შეარჩევს და შექმნის ჯგუფს (ან ჯგუფებს), რომელიც საქართველოს 2012 წლის საბავშვო ევროფესტივალზე წარადგენს . ჯგუფის წევრები კომპოზიტორის დახმარებით ეროვნული კონკურსისთვის რამდენიმე სიმღერას მოამზადებენ. 

საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს საკონკურსო სიმღერა ფინალური კონცერტის შედეგად გამოვლინდება. ეროვნული კონკურსის ფინალი სექტემბერში გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად ეროვნული კონკურსი გამოაცხადა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა 10-დან 15 წლამდე ნიჭიერ ბავშვებს მთელი საქართველოდან. 

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის "ევროვიზია ჯუნიორი" წარმატებული აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული მეორედ გახდა. 2011 წელს საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა "ქენდიმ", ხოლო 2008 წელს ჯგუფმა "ბზიკებმა" გამარჯვება მოიპოვეს. 

რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და ჰოლანდიის მაუწყებელმა (AVRO) გაახმოვანეს, რომ კონკურსი 2012 წლის პირველ დეკემბერს "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" (HMH) ჩატარდება. 

1230

უახლესი