საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ფრანგული კვირეული საქართველოში

გამოქვეყნებულია 2012-06-22 02:23:00


საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პირველი ფრანგული კვირეულის ფარგლებში, ფრანგი ფოტოგრაფის პიერ ჟანმუჟენის გამოფენა გაიხსნა. "მწყემსები კავკასიაში" - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელზეც ფოტოგრაფმა 2010 წელს თუშეთში ყოფნის დროს იმუშავა.

დამთვალიერებელს გამოფენაზე ფოტოების შეძენა შეეძლება. ფრანგული კვირეული ბიზნესის, კულტურის, ტურიზმისა და კულინარიის მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ითვალისწინებს. 

კვირეული საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო მხარდაჭერით იმართება. ეროვნული მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთხე მოეწყო. 

ფრანგული კვირეული 24 ივნისამდე გაგრძელდება და იგი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოში საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის, საფრანგეთის საელჩოს, თბილისის მერიის ინიციატივით ტარდება. 

1628

უახლესი