საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს ჯგუფი წარადგენს

გამოქვეყნებულია 2012-07-06 02:29:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა საბავშვო ევროვიზიისთვის ოთხი ბავშვი შეარჩია, რომლებსაც ერთ ჯგუფში გააერთიანებს. 

"შესანიშნავ ოთხეულში" სამი გოგონა და ერთი ბიჭია. ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში ქეთი სამხარაძე, ნინი დაშნიანი, ელენე არაჩაშვილი და ლუკა ყარმაზანაშვილი არიან, საქართველოს 2012 წლის საბავშვო ევროფესტივალზე წარადგენს. 

ჯგუფის წევრები კომპოზიტორის დახმარებით ეროვნული კონკურსისთვის რამდენიმე სიმღერას მოამზადებენ. 

ქეთი სამხარაძე -13 წლის. დაიბადა ქალაქ ბორჯომში. ის ანსამბლის "პატარა ქართველები" წევრია. 2010 წელს პროექტში "ანა-ბანა" პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ასევე, პირველი ადგილი მოიპოვა იტალიაში გამართული საგუნდო მუსიკის ფესტივალში. 
2011 წელს გოგი დოლიძის ფესტივალის ლაურეატის წოდება დაიმსახურა. 
2011 წელს საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში მეორე ადგილი დაიმსახურა. ქეთი სტუდიაში "ენკი-ბენკი" სწავლობს. 

ნინი დაშნიანი - 11 წლის. დაიბადა ქალაქ ბრიუსელში. სწავლობს 52-ე საჯარო სკოლაში. ის მე-7 მუსიკალური სასწავლებლის წარმატებული სტიპენდიანტია. მონაწილეობდა მიუზიკლში "ოლივერი". 

ლუკა ყარმაზანაშვილი - 12 წლის. ის მუსიკალურ კონკურსზე "ვარსკვლავები 2008" პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მონაწილეობდა პროექტში "ნიჭიერი". ანიმაციურ ფილმში "სკუპი" მთავარ გმირს ახმოვანებს. 

ელენე არაჩაშვილი - 10 წლის. სწავლობს დამოუკიდებელ საერო გიმნაზიაში "შავნაბადა" და "ბზიკების სტუდიაში". უკრავს ფორტეპიანოზე. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად ეროვნული კონკურსი გამოაცხადა. განცხადებების მიღება 29 ივნისს შეწყდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა 10-დან 15 წლამდე ნიჭიერ ბავშვებს მთელი საქართველოდან. 

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის "ევროვიზია ჯუნიორი" წარმატებული აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული მეორედ გახდა. 2011 წელს საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა "ქენდიმ", ხოლო 2008 წელს ჯგუფმა "ბზიკებმა" გამარჯვება მოიპოვეს. 

რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და ჰოლანდიის მაუწყებელმა (AVRO) გაახმოვანეს, რომ კონკურსი 2012 წლის პირველ დეკემბერს "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" (HMH) ჩატარდება. 

1371

უახლესი