საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2012-07-10 02:33:00


2012 წლის 2 მაისს, მოამბის 16 საათიან გამოშვებაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც კორტებთან მომხდარ ფაქტს ეხებოდა, მოამბე განმარტებას აკეთებს.

მოამბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ზურაბ ვაზაგაშვილი მოხსენიებული იყო როგორც შეიარაღებული დაჯგუფების წევრი. ამ ფორმულირებასთან დაკავშირებით, ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრაზე ზუსტი იურიდიული განმარტება და ვაზაგაშვილის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად მოხსენიების უარყოფა მოითხოვა. 

ამ მოთხოვნის საფუძველზე დღეს მოამბე განმარტავს, რომ კორტებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არსებობს პროკურატურის 2007 წლის 19 აპრილის დადგენილება, რომელშიც ნათქვამია – ციტატა: ”ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე ვაზაგაშვილის, ხუბულოვის, ფუთურიძის წინააღმდეგ. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად,დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შეიარაღებული იყვნენ,”—ციტატის დასასრული. 

ეს ფორმულერება პროკურატურის ოფიციალური შეფასებაა ამ ფაქტთან დაკავშირებით. მოამბე ეყრდნობა ოფიციალურ წყაროებს და თავად არ აძლევს კვალიფიკაციას ამა თუ იმ პირის ქმედებას. 

1203

უახლესი