საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2012-08-20 02:35:00


წინასაარჩევნო ტელედებატებთან დაკავშირებით 

საზოგადოებრივი მაუწყებელი განუხრელად ასრულებს საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. 

ამ მოთხოვნების საფუძველზე და თავისუფალ, დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში საზოგადოებისათვის ინფორმირებული არჩევანის საშუალების მისაცემად საზოგადოებრივი მაუწყებელი სექტემბერში გეგმავს ტელედებატებს კვალიფიციური სუბიექტების აუცილებელი მონაწილეობით. 

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მაუწყებელი მიესალმება ამ დებატებში საარჩევნო სიების პირველი ნომრებისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატების მონაწილეობას. 

დებატების ორგანიზებაში, ისევე როგორც 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდში, ჩართულია ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).

1157

უახლესი