საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

5 კანდიდატს შორის ტელედებატები გაიმართება

გამოქვეყნებულია 2012-12-22 02:40:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება.
ღია კონკურსის მეორე ეტაპზე სამეურვეო საბჭო დღეს ნათია აბრამიას, თინათინ რუხაძეს და ნიკოლოზ მახარაშვილს გაესაუბრა. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 5 კანდიდატს შორის ტელედებატები გაიმართება. მაუწყებლის ბორდი ტელედებატების შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორობაზე კონკურსი გიორგი ჭანტურიას გადადგომის შემდეგ, 14 დეკემბერს გამოცხადდა. 

კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელი ერთი თვის ვადაში უნდა დამტკიცდეს.

1356

უახლესი