საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ტელედებატები სსმ-ს გენერალური დირექტორობის კანდიდატებს შორის

გამოქვეყნებულია 2012-12-24 02:45:00


დღეს, 24 დეკემბერს, 22:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გაიმართება დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ხუთივე კანდიდატს შორის. 
დებატები წარიმართება შემდეგი წესით: 

დასაწყისში თითოეულ კანდიდატს ეძლევა სამ-სამი წუთი საპრეზენტაციოდ; 
დებატების მსვლელობისას წამყვანი თითოეულ კანდიდატს ყოველ ჯერზე მიმართავს საერთო შეკითხვით. კანდიდატებს საპასუხოდ ეძლევათ ორ-ორი წუთი; სულ მათ დაუსვამენ ოთხ საერთო შეკითხვას. ყოველ დასმულ შეკითხვაზე მოპასუხეთა რიგითობა იცვლება თანმიმდევრობით. 

დებატების მიწურულს თითოეული კანდიდატი ისარგებლებს თითო წუთით დასკვნითი/შემაჯამებელი/ან სხვა რიგის განცხადებისათვის. 
საკითხებს, რომელთაც შეეხება წამყვანის შეკითხვები, კანდიდატებს წინასწარ, დებატებამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინებენ. 
დებატებს უძღვება ჟურნალისტი დავით პაიჭაძე. 

1352

უახლესი