საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიაზე საქართველოს ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი წარადგენენ

გამოქვეყნებულია 2012-12-31 02:44:00


ვინ იმღერებს ევროვიზიაზე, - კონკურსანტის ვინაობა უკვე ცნობილია.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს პირველად გამოიყენა საკუთარი უფლება და შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე საქართველოს წარმომადგენელი პირდაპირ დაასახელა. 

"ევროვიზია 2013-ზე" საქართველოს სახელით წარდგებიან მომღერლები ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი. კონკურსი მაისში შვედეთში, ქალაქ მალმეში გაიმართება. 

ნოდიკო ტატიშვილი დაიბადა 1986 წლის 5 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის მეორე მუსიკალური სასწავლებელი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით „სახელმწიფო მართვის მოხელე“. 
2010-2011 წლებში სწავლობდა ლონდონში The Institute Of Contemporary Music Performance, ასევე Burlington school. 
იგი არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, მის ჯილდოებშია: გრან პრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილები, მთავარი პრიზები. ეს კონკურსებია: „პალანგა 2005“ (ლიტვა), „Amber Star 2005“ (ლატვია), „აზიის ხმები - ასტანა 2007“ (ყაზახეთი), „World Star Quest“ 2008, სლავიანსკი ბაზარი 2008 (ბელორუსია), „Golden Voices“ (მოლდოვეთი). 
მას ხშირად უწევს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. 
საქართველოში: ქართული Pop Idol „ჯეოსტარი 2009“-ს გამარჯვებული. 
მთავარი როლები აქვს შესრულებული მიუზიკლებში: ალექსანდრე ბასილაიას „ჩხიკვთა ქორწილი“ (2008წ), გიორგი ცაბაძის და გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიები“ (2012წ). 
2011 წელს გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით - I am Georgian. 
2011 წელს ასევე გაიმართა მისი პირველი სოლო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. 
2008-2009 წლებში გალობდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდში. 

სოფო გელოვანი დაიბადა 1984 წლის 21 მარტს. 
1990-1997 წ. დაამთავრა მე-10 მუსიკალური შვიდწლედი-ფორტეპიანოს განხრით; 
2001-2005 წ. ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ესპანური ენის განხრით; 
2003-2007 წ.წ. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის მუსიკალური სასწავლებელი-საესტრადო ფაკულტეტი. 
1999 წ. სატელევიზიო მუსიკალური პროგრამის "Утренняя звезда" გამარჯვებული. 
2000 წ. ქ. ერევანის საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი "დო-რე-მი" - პირველი ადგილი. 
2003 წ. ქ. სანქტ-პეტერბურგის საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი "Путь к звездом" - გრან-პრი. 
2006 წ. ქ. კიშინოვში საესტრადო სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი "Songs of the World" - გრან-პრი. 
2007 წ. ქ. სანქტ-პეტერბურგის კონკურსი "Весна романса" - გრან-პრი. 
2007 წ. ქ. მოსკოვის საერთაშორისო კონკურსი "Романсиада" - პირველი ადგილი. 
2006-2007 წ. პედაგოგიური მოღვაწეობა 
ვოკალში და ქართულ სიმღერაში (ქ. სანქტ-პეტერბურგი ქართული დიასპორა). 
2011 წ. მუსიკალური პროექტის „10+10“ მონაწილე (საქართველო-სომხეთი). 
2012წ. მუსიკალური პროექტის“10+10“ მონაწილე (საქართველო-უკრაინა). 
2012 წ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის კიკეთის სკოლა-სიმღერის პედაგოგი. 

1282

უახლესი