საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის ფინალისტების ვინაობა გაირკვა

გამოქვეყნებულია 2012-05-07 10:19:00


ნახევარფინალების შედეგად, საერთაშორისო ექვსკაციანმა ჟიურიმ 2012 წლის ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის ფინალისტები გამოავლინა.

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის ფინალისტები არიან:

ნარეკ კაზარიანი (სომხეთი)
ემანუელ ტიეკნავორიანი (ავსტრია)
ალექსანდრა ძენისენია (ბელორუსი)
მიქაელა სპაკოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა)
დომინიკ ჩემოტი (გერმანია)
ეივინდ ჰოლთსმარკ რინგსთედი (ნორვეგია)
იაგოდა კზემინსკა (პოლონეთი)

კონკურსის 14-ვე მონაწილეს დიპლომები გადაეცათ. ისინი სპეციალური პროგრამის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში ვენაში დარჩებიან და კონსერვატორიაში კლასიკრი მუსიკის შედევრებს, გაკვეთილებს მოისმენენ.

ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსის ფინალი 11 მაისს ღია ცის ქვეშ ვენის რატუშის მოედანზე ჩატარდება. კონკურსანტებს აკომპანიმენტს ვენის რადიოს სიმფონიური ორკესტრი (Vienna Radio Symphony Orchestra) გაუწევს, რომელსაც გერმანელი მაესტრო კორნელიუს მეისტერი (Cornelius Meister) უდირიჟორებს.

ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსის (EYM) ორგანიზატორია ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU). კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა ტალანტების გამოვლენასა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ეს კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და პირველად 1982 წელს ჩატარდა. წელს რიგით მე-16 ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსს ქ. ვენა, ავსტრია მასპინძლობს.

ახალგაზრდა მუსიკოსთა ევროვიზიის კონკურსზე საქართველო ლიზი რამიშვილმა წარადგინა, რომელმაც პირველ ნახევარფინალზე 5 მაისს დაუკრა.

კონკურსში წელს პირველად მონაწილეობდნენ საქართველო, სომხეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა და უკრაინა.

(youngmusicians.tv)

1458

უახლესი