საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის ჟურნალისტებმა ლია ტოკლიკიშვილმა და მაია გოგოლაძემ ევროკავშირის პრიზი მიიღეს

გამოქვეყნებულია 2016-01-20 22:22:00


ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში საზეიმო დაჯილდოება ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენი დარბაზში გაიმართა. 

ჟურნალისტები 5 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ. საუკეთესო საგამოძიებო ტელე და რადიოსიუჟეტისთვის ევროკავშირის პრიზი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ჟურნალისტებს ლია ტოკლიკიშვილს და მაია გოგოლაძეს გადაეცათ. 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში საქართველოში ევროკავშირის ახალი ინიციატივაა . პროექტი მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩინებას და აღიარებას, რომლებიც ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობაში მოდის.

1358

უახლესი