საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების დაჯილდოება

გამოქვეყნებულია 2016-01-21 22:36:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის "ტელებლოგის“ პროდიუსერს ილიკო თავბერიძეს და გადაცემას "რეალური სივრცე" - ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის "ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, 
ასევე, გენდერული თანასწორობის ადვოკატირებისა და ქალთა საკითხების გაშუქებისთვის ჯილდო გადაეცათ. 

პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონიალი დღეს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. 

პროექტი ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ ”ტასოსთან”, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით, კახეთში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გალსა და თბილისში. 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამშვიდობო და კონფლიქტის პრევენციის პროცესებში ქალთა სრული მონაწილეობის მხარდაჭერა, სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროების კვლევის საფუძველზე. 

1345

უახლესი