საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

კენჭისყრის შედეგად, საქართველო 2016 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია 2016-01-25 22:40:00


2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში, იმღერებენ. 

61-ე ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნები ნახევარფინალებში კენჭისყრის შედეგად, სტოკჰოლმში, 25 იანვარს, გადანაწილდნენ. 

პირველი ნახევარფინალი (10 მაისი) 

პირველი ნაწილი 

სომხეთი 
ფინეთი 
საბერძნეთი 
ხორვატია 
მოლდოვა 
ნიდერლანდები 
რუსეთი 
სან მარინო 
უნგრეთი 

მეორე ნაწილი 

აზერბაიჯანი 
ბოსნია და ჰერცოგოვინა 
კვიპროსი 
ესტონეთი 
ისლანდია 
მალტა 
მონტენეგრო 
ჩეხეთის რესპუბლიკა 
ავსტრია 

მეორე ნახევარფინალი (12 მაისი) 

პირველი ნაწილი 

ავსტრალია 
ირლანდია 
ისრაელი 
ლატვია 
ლიტვა 
ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია 
პოლონეთი 
შვეიცარია 
სერბეთი 
ბელარუსი 

მეორე ნაწილი 

ალბანეთი 
ბელგია 
ბულგარეთი 
დანია 
საქართველო 
ნორვეგია 
რუმინეთი 
სლოვენია 
უკრაინა 

ევროვიზიის კონკურსანტების სცენაზე გამოსვლის რიგითობას შოუს პროდიუსერები განსაზღვრავენ. 

შვედეთის მაუწყებელმა (SVT) გაახმიანა, რომ 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება. 

(eurovision.tv) 

1462

უახლესი