საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიისთვის შერჩეული 5 სიმღერის პრეზენტაცია "კომუნიკატორში" 3 თებერვალს შედგება

გამოქვეყნებულია 2016-01-29 22:43:00


სპეციალურად, ევროვიზიის კონკურსისთვის შერჩეული 5 სიმღერის პრეზენტაცია პირველი არხის გადაცემა “კომუნიკატორში” 3 თებერვალს შედგება.

2016 წლის ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად გამოცხადებულ კონკურსში 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა. საბოლოოდ, ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფის მიერ, ალტერნატიული ინდი როკის ჟანრში შექმნილი, 5 კომპოზიცია შეირჩა, რომელთა სატელევიზიო გადაღება კვირას პირველი არხის პავილიონში გაიმართება. 

4-დან 15 თებერვლამდე, ხუთი სიმღერიდან საუკეთესოს მაყურებელი და საერთაშორისო ჟიური შეარჩევენ (პროპორციული თანაფარდობით 50%-50%-ზე), ზარის განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უფასო იქნება. ასევე, სიმღერები განთავსდება ინტერნეტსივრცეშიც, სადაც გულშემატკივარს ხმის მიცემის საშუალება ექნება. 

რომელი სიმღერით წარდგებიან ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსზე 15 თებერვალს, "კომუნიკატორის" ეთერში, გახდება ცნობილი.

1313

უახლესი