საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზია 2016 - აირჩიე შენი სიმღერა!

გამოქვეყნებულია 2016-02-04 22:47:00


სპეციალურად, ევროვიზიის კონკურსისთვის შერჩეული 5 სიმღერის პრეზენტაცია პირველი არხის გადაცემა „კომუნიკატორში” 3 თებერვალს შედგა.

2016 წლის ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად გამოცხადებულ კონკურსში 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა. საბოლოოდ, ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფის მიერ, ალტერნატიული ინდი როკის ჟანრში შექმნილი, 5 კომპოზიცია შეირჩა. 

ხუთივე სიმღერა „კომუნიკატორში” ნიკა კოჩაროვმა გუშინ წარადგინა. ესენია: 

Midnight Gold - კოტე კალანდაძე (93303, 2409502) 

Pain in my Heart - გიორგი სიხარულიძე (95309, 409505) 

Right or Wrong - სანდრო სულაქველიძე (95304,2409503) 

Sugar and Milk - გია იაშვილი (95302, 2409501) 

Weagree - ნიკა კოჩაროვი და ვაჟა მარი (95306,2409504) 

4 თებერვლიდან, პირველი არხის ეთერში სიმღერები დღის განმავლობაში დატრიალდება. ხუთივე სიმღერის ერთად ხილვა შესაძლებელი იქნება ყოველდღე „კომუნიკატორის" დასრულების შემდეგ. ასევე, სიმღერები განთავსდება ინტერნეტსივრცეშიც. 

გულშემატკივარს ხმის მიცემის საშუალება ექნება ინტერნეტსივრცეში, 12 საათში ერთხელ, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და სატელეფონო ზარებით. სტაციონალური ტელეფონიდან ზარის განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა უფასო იქნება. 

ხმის მიცემა შესაძლებელია პირველი არხის ვებგვერდზე - http://1tv.ge/ge/tvshows/view/589.html 

რომელი სიმღერით წარდგებიან ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსზე 15 თებერვალს, "კომუნიკატორის" ეთერში, გახდება ცნობილი. 

1687

უახლესი