საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა 15 თებერვალს დასახელდება

გამოქვეყნებულია 2016-02-12 22:50:00


რომელი სიმღერით წარდგებიან ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსზე 15 თებერვალს გადაცემა "კომუნიკატორის" ეთერში გახდება ცნობილი.

4 თებერვლიდან, მაყურებელს 5 სიმღერიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება აქვს. მათი მოსმენა და შეფასება შესაძლებელია პირველი არხის ეთერში და ვებგვერდზე - 1 tv.ge. სატელეფონო ზარები სტაციონალური ტელეფონიდან და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უფასოა. ხმის მიცემა მიმდინარეობს ასევე, ინტერნეტსივრცეში - http://1tv.ge/ge/tvshows/view/589.html 

ხუთივე სიმღერას: Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree - მაყურებელთან ერთად, შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომელიც ოთხი წევრიგან შედგება და თითოეულ მათგანს დიდი გამოცდილება აქვს ევროვიზიასთან დაკავშირებით. 

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება. 

1608

უახლესი