საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროფესტივალზე ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz სიმღერით Midnight Gold წარდგებიან

გამოქვეყნებულია 2016-02-16 22:51:00


Midnight Gold - ამ სიმღერით წარდგებიან ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსზე.

შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულ კომპოზიციას ისინი ბერლინის პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში - Red Bull STUDIOS ხვალიდან ჩაწერენ. 

ხუთი სიმღერდან: Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree - საუკეთესო გადაცემა "კომუნიკატორის" ეთერში დასახელდა. გამარჯვებული სიმღერა მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ ხმის მიცემის შედეგად, პროპორციული თანაფარდობით 50%-50%-ზე, ერთობლივად, გამოავლინეს. 

საერთაშორისო ჟიური ოთხი პროფესიონალისგან შედგებოდა, ესენია: მარვინ დიტმანი - სცენოგრაფი, კრისტერ ბიორკმანი - პროდიუსერი, ევროვიზია 2016-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საშა ჟან-ბაპტისტი - რეჟისორი, ენდი მიხეევი - ჟურნალისტი, ექსპერტი. 

4 თებერვლიდან, მაყურებელს ხუთი სიმღერიდან ( Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree) ერთ-ერთის არჩევის საშუალება ჰქონდა. მათი მოსმენა და შეფასება შესაძლებელი იყო პირველი არხის ეთერში და ვებგვერდზე - 1 tv.ge. სატელეფონო ზარები სტაციონალური ტელეფონიდან და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უფასო იყო. ხმის მიცემა მიმდინარეობდა ასევე, ინტერნეტსივრცეში. 

ჟიურის შეფასების შედეგები ასეთია: 
Sugar and Milk - 14 ქულა 
Midnight Gold - 13 ქულა 
Right or Wrong - 12 ქულა 
Pain in my Heart - 11 ქულა 
Weagree - 10 ქულა 

მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები კი ასეთია: 
Midnight Gold - 1310 ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) 
Weagree - 142 ზარი და SMS 
Sugar and Milk - 42 ზარი და SMS 
Right or Wrong - 15 ზარი და SMS 
Pain in my Heart - 9 ზარი და SMS 

ინტერნეტში გამოკითხვის და ნახვების მონაცემებით - 46 პროცენტით, ლიდერობდა Midnight Gold. შედეგები ასეთია: 
Midnight Gold - 46 პროცენტი (გამოკითხვა), 9604 (ნახვები: საიტი/youtube) Weagree - 23 პროცენტი (გამოკითხვა), 7419 (ნახვები: საიტი/youtube) 
Pain in my Heart - 15 პროცენტი (გამოკითხვა), 6071 (ნახვები: საიტი/youtube) 
Sugar and Milk - 11 პროცენტი (გამოკითხვა) , 5083 (ნახვები: საიტი/youtube) 
Right or Wrong - 5 პროცენტი (გამოკითხვა) - 6730 (ნახვები: საიტი/youtube) 

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს, ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება. 

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61- ე კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში, იმღერებენ. 

1982

უახლესი