საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიისთვის შერჩეული 5 სიმღერის პრეზენტაცია „კომუნიკატორში” დღეს შედგება

გამოქვეყნებულია 2016-02-03 22:58:00


სპეციალურად, ევროვიზიის კონკურსისთვის შერჩეული 5 სიმღერის პრეზენტაცია პირველი არხის გადაცემა „კომუნიკატორში” 3 თებერვალს შედგება.

2016 წლის ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად გამოცხადებულ კონკურსში 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა. საბოლოოდ, ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფის მიერ, ალტერნატიული ინდი როკის ჟანრში შექმნილი, 5 კომპოზიცია შეირჩა. 

ხუთივე სიმღერას დღეს „კომუნიკატორში” ნიკა კოჩაროვი წარადგენს. გადაცემაში სიმღერების ნაწყვეტები გავა, ხოლო „კომუნიკატორის" დასრულების შემდეგ, მაყურებელი ხუთივე სიმღერას იხილავს და ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნება. 

ხვალიდან, პირველი არხის ეთერში სიმღერები დღის განმავლობაში დატრიალდება. თითოეულ სიმღერას თავის ნომერი ექნება. სტაციონალური ტელეფონიდან ზარის განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა უფასო იქნება. ხუთივე სიმღერის ერთად ხილვა შესაძლებელი იქნება ყოველდღე „კომუნიკატორის" დასრულების შემდეგ. 

ასევე, სიმღერები განთავსდება ინტერნეტსივრცეშიც, სადაც გულშემატკივარს ხმის მიცემის საშუალება ექნება. 

რომელი სიმღერით წარდგებიან ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსზე 15 თებერვალს, "კომუნიკატორის" ეთერში, გახდება ცნობილი.

1598

უახლესი