საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი რაგბის კავშირმა დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია 2016-03-17 14:18:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლევან ჯობავა საქართველოს რაგბის კავშირმა საქართველოში რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და პროექტისთვის "რაგბი აქაურობას" დააჯილდოვა.

პროექტის #რაგბიაქაურობას მიზანი მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრების ჯანსაღი წესისა და რაგბის პოპულარიზაციაა, მაყურებელს სიუჟეტების ნახვა "პირველი არხის" ეთერში ყოველ პარასკევს გადაცემაში „დილა პირველზე“ შეუძლია.

დაჯილდოების ცერემონია დიდუბის საგამოფენო ცენტრში გაიმართა. 

აღნიშნულ პროექტამდე ლევან ჯობავა პროექტზე „ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში“ მუშაობდა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ფილმი მომზადდა.

ფილმები იხილეთ მოცემულ ბმულზე:http://1tv.ge/ge/tvshows/view/549.html


1972

უახლესი