საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის სამეურვეო საბჭოში ახალი წევრობის მსურველებს საბუთების წარდგენა 30 მარტის დღის ბოლომდე შეუძლიათ

გამოქვეყნებულია 2016-03-29 22:03:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ახალი წევრობის მსურველებს 2 დღე რჩებათ, მათ საბუთების წარდგენა 30 მარტის დღის ბოლომდე შეუძლიათ.  კანდიდატების შერჩევა და გასაუბრება "მეორე არხის" პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული. 

ამის შემდგომ  კომისია საქართველოს პარლამენტს მინიმუმ 12 მსურველს წარუდგენს,  პარლამენტი კი მათგან ოთხ წევრს შეარჩევს, მათ შორის ერთს - საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, ორს - საპარლამენტო  უმრავლესობის მიღმა დარჩენილი პარლამენტის წევრთა წარდგინებით, ერთი წევრი კი - სახალხო დამცვლის წარდგინებით შეირჩევა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, საერთო ჯამში, 9 წევრი უნდა შეადგინოს. 

1740

უახლესი