საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-მა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიისგან დადებითი შეფასება მიიღო

გამოქვეყნებულია 2016-05-05 19:31:00


2015 წლის აუდიტის დასკვნა: უკვე მესამედ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამი ტიპის აუდიტში: ფინანსური, საგადასახადო ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში დადებითი შეფასება მიიღო. 

აუდიტი საერთაშორისოდ აღიარებულმა აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატარა. 

აღსანიშნავია, რომ 2013 და 2014 წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს დამატებით ჩატარდა ფინანსური აუდიტი და შედეგად კვლავ დადებითი დასკვნა დაიდო. 

მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე დაასრულა 2013 წლამდე ფინანსური დავალიანებების გადახდა და ყველა მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები შეასრულა. 

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით დანიშნული, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე აუდიტს ატარებს.

ფოტოგალერეა
2074

უახლესი