საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი საქველმოქმედო მარათონს Wings for Life წელს მესამედ შეუერთდა

გამოქვეყნებულია 2016-05-09 19:02:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდმა მსოფლიო რბენაში წელს მესამედ მიიღო მონაწილეობა და შეუერთდა საქველმოქმედო მარათონს Wings for Life. 

ლოპოტას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივის სპორტული სივრცე იყო მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შეჯიბრება გაიმართა, ხოლო მონაწილეებს და გამარჯვებულებს წამახალისებელი პრიზები გადაეცათ. 

საზოგადოებრივის ლოკაცია ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი იყო. სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო.

წელს საზოგადოებრივმა მორბენლებს სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია ფოტო-LIVE შესთავაზა, რომლის საშუალებითაც მონაწილეები თავის შედეგს მეგობრებს სოციალურ ქსელში უზიარებდნენ.

1591

უახლესი