საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2016-05-11 16:05:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტების თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მაუწყებელი ვალდებულია ამომწურავად, არადისკრიმინაციულად და ობიექტურად გააშუქოს წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

აგრეთვე საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლით განსაზღვრულ „კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე“ ვრცელდება „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის რეგულაციები. კერძოდ:

„1. საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.

2. საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში“.

საზოგადოებისთვის ამომწურავი და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდების მიზნით გარდა წინასაარჩევნო დებატების გამართვისა საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა კვალიფიციურ სუბიექტს აძლევს შესაძლებლობას გაშუქდეს მათი წინასაარჩევნო ყრილობები. 

მაუწყებელი კვალიფიციურ პარტიებს სთავაზობს:

• პარტიების ყრილობის პირველი  (პირველი 15 წუთი) და მეორე არხის (ტრანსლაციას 90 წუთის განმავლობაში) ეთერში პირდაპირ ტრანსლაციას და საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერს (60 წუთის განმავლობაში)

• იმავე დღის „მოამბის“ ყველა გამოშვებაში ყრილობის გაშუქებას

• პრაიმ ტაიმში პარტიის ლიდერთან ექსკლუზიურ ინტერვიუს პირველი არხის პირდაპირ ეთერში.

ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი ინფორმაცია: 

მაუწყებელი უზრუნველყოფს მოწოდებული სიგანალის გაშვებას პირველ და მეორე არხებზე, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში, პირდაპირ ტრანსლაციას სოციალურ ქსელში და მაუწყებლის ვებ გვერდზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სიგნალის მოწოდებაზე პასუხისმგებელია პოლიტიკური სუბიექტი;

ყრილობა უნდა დაემთხვეს „მოამბის“ რომელიმე ძირითად გამოშვებას: 12:00; 14:00; 16:00; 18:00; 20:00 იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული 15 წუთიანი ჩართვა მოხვდეს სრულად საინფორმაციო გამოშვებაში. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ საპარლამენტო სხდომების განრიგი, რომლებიც მეორე არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

აღნიშნული საკითხების შესათანხმებლად, პარტიის ყრილობის თარიღის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს გთხოვთ აცნობოთ არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე ელექტრონული ფოსტის მისამართზე  [email protected]

 

ფოტოგალერეა
1806

უახლესი