საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2016-05-19 18:34:00


18 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა არასათანადო სამუშაო პირობებისა და არათანაბარი ანაზღაურების თაობაზე პროტესტი ტელევიზიის შენობის კიბეზე ჩატარებული პრესკონფერენციით გამოხატა.

აღნიშნული საკითხები თანამშრომლების მიერ არაერთხელ იყო დაყენებული მენეჯმენტთან გამართულ შეხვედრებზე, რის შედეგადაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა რამდენიმე მიმართულებით. ყველა ეს საკითხი, თავის მხრივ, არის მაუწყებლის რეფორმირების გეგმის ნაწილი. 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი, რომელიც შედგება რამდენიმე ძირითადი მმართველი ბლოკის დირექტორებისგან და წარმოადგენს აღმასრულებელ საბჭოს, 6 თვის წინ შეუდგა მუშაობას, რაც ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ ყველა საკითხი მოგვარებული იყოს. 

პირველ ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ შესაბამის სამსახურს დავალებული აქვს ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით შეიმუშაოს სახელფასო რანგირების სისტემა, აღნიშნულ პროცესს წინ უსწრებდა სამუშაო აღწერილობების შექმნა შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის წესის შესამუშავებლად. რანგირების პროცესის დასასრულს შრომის ანაზღაურება ახალი საკადრო პოლიტიკით დარეგულირდება.   

თითოეულ თანამდებობაზე სახელფასო განაკვეთები განისაზღვრება სამუშაო დროით, შესრულების ხარისხითა და კადრის კომპეტენციით, ასევე, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. აღნიშნული პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულია და სისტემა  უახლოეს მომავალში დაინერგება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თვლის, რომ აღნიშნული საკითხების განხილვა უფრო პროდუქტიული იქნება ერთობლივად და არა დაპირისპირების რეჟიმში. პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა, ვფიქრობთ, იყო უდროო, რადგან ორგანიზაციის ფარგლებში საკითხის მოგვარების  არსებული რესურსი არ არის ამოწურული და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელფასო რეფორმა დასრულების ეტაპზეა. 

ორგანიზაციის მენეჯმენტი აბსოლუტურად ღიაა ყველა თანამშრომლის მოსაზრების მოსასმენად და მიესალმება რეფორმირების მიმდინარეობისას თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების პროცესში ინტეგრირებას.


ფოტოგალერეა
1462

უახლესი